სად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების დამტენი სადგური
კომპანია Shell-მა ჩინეთში, შენჟენში მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების დამტენი სადგური გახსნა.
როგორც უცხოური მედია იუწყება, დამტენი სადგური შენჟენის აეროპორტის ტერმინალიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრში მდებარეობს და 258 სწრაფი დამუხტვის წერტილი აქვს.
სადგურს Shenzhen Shell-ისა და BYD Electric Vehicle Investment Company Limited-ის ერთობლივი საწარმო მართავს.
ელექტროსადგური Shell Recharge ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ყოველდღიურად 3300-ზე მეტ ელექტრო მანქანას ემსახურებოდა.
ელექტრო მანქანების დამუხტვის გარდა, სადგური გთავაზობთ Shell Select მაღაზიებს, Shell-ის კაფეს, სავაჭრო ავტომატებს და მძღოლების მოსასვენებელ ოთახებს.
სადგურზე დამონტაჟებული სახურავის მზის პანელები წელიწადში დაახლოებით 300 000 კვტ/სთ განახლებადი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, რომელიც გამოყენებული იქნება მანქანების დასატენად.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.