საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,2 პროცენტული პუნქტით (აპრილის შეფასებასთან შედარებით) 3%-მდე გაზარდა.
ამის შესახებ IMF-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ფონდის ექსპერტებმა 2024 წლის პროგნოზი უცვლელი დატოვეს - 3%-ის დონეზე.
მიმდინარე და მომავალ წლებში მაჩვენებლები 2000-2019 წლებში „ისტორიული წლიური მაჩვენებლების“ 3.8%-ის ქვემოთ რჩება.
2022 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური მშპ-ის ზრდა 3.4%-ად შეაფასა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.