საჰარეო განგაშის გამო, მოსკოვის აეროპორტებში რეისები გადაიდო
მოსკოვის აეროპორტებში, დღეს დილით 40-მდე რეისი გადაიდო, ორი კი გაუქმდა. მიზეზი საჰაერო განგაში იყო.
მოსკოვის მერის განცხადებით, დედაქალაქზე დრონებით თავდასხმები აღკვეთეს. მისი თქმით, ჩამოგდებულია სამი უპილოტო საფრენი აპარატი.
სხვა სიახლეები
McDonald’s განმეორებითი ვიზიტების წასახალისებლად ლოიალობის მრავალდონიან პროგრამას შექმნის
02.10.2026.16:00
McDonald’s-ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ინვესტორთა დღეს განაცხადა, რომ კომპანია ლოიალობის პროგრამას ახალ, მრავალდონიან სისტემაზე გადაიყვანს. ცვლილების მიზანია უფრო მკაფიოდ განასხვავოს ერთმანეთისგან ხშირი და შემთხვევითი მომხმარებლები.
ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში არსებულ ტენდენციას მოჰყვება, რომლის მიხედვითაც კომპანიები ლოიალობის პროგრამებში მრავალდონიან სისტემებს ნერგავენ და ფართო მასშტაბით ფასდაკლებების შეთავაზებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა მოგების მარჟებზე უარყოფითად იმოქმედოს. Starbucks-მა ლოიალობის პროგრამაში ანალოგიური ცვლილების შესახებ იანვარში განაცხადა.
McDonald’s-ის მიზანი იქნება, ლოიალობის პროგრამაში ახალი წევრები მოიზიდოს და არსებული წევრების მიერ შესყიდვების სიხშირე გაზარდოს.
ყველაზე აქტიური ორი კატეგორია, ჯამში, მსოფლიოში 220 მილიონ წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მომხმარებლები, რომლებიც McDonald’s-ს თვეში ერთხელზე ხშირად სტუმრობენ, ასევე ისინი, რომლებიც რესტორანში 90 დღეში ერთხელ მაინც მიდიან.