Samsung Group-ი სამხრეთ კორეაში $90 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს
Samsung Group-მა წარადგინა სამხრეთ კორეის ცენტრალურ პროვინციაში დაახლოებით 90 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს დისპლეის პანელების, ბატარეების, ნახევარგამტარების (ჩიპების) და ჩიპებისთვის საჭირო მასალების წარმოებას.
აღნიშნული ინვესტიციები წარმოადგენს Samsung Group-ის უფრო ფართო საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც კომპანიამ ორშაბათს წარადგინა. დამატებითი დეტალები ხუთშაბათს გახდება ცნობილი.
ამასთან, Samsung Electro-Mechanics ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებითაც გეგმავს ინვესტირებას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.