საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი... აშშ-მ საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით 75 ქვეყანას შეუჩერა, თუმცა აკრძალვა არ შეეხება ტურისტულ, სტუდენტურ, დიპლომატიურ და დროებით სამუშაო ვიზებს
სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების დამუშავების პროცესს აჩერებს.
როგორც ტელეკომპანია Fox News-ი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მკაცრი ზომების გატარებას იმ აპლიკანტების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, „სახელმწიფო კმაყოფაზე“ მყოფი პირები გახდებიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც ექსკლუზიურად Fox News Digital-მა მოიპოვა, მოუწოდებს კონსულებს, უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, სანამ დეპარტამენტი გადახედავს შემოწმებისა და ვეტირების პროცედურებს.
ქვეყნების სიაში შედის სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვები.
პაუზა საიმიგრაციო ვიზების გაცემაში 21 იანვარს დაიწყება და გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, სანამ დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცედურების ხელახალ შეფასებას არ განახორციელებს.
მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებულნი. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა ფართო სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.
„სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, რათა არაშესაფერისად მიიჩნიოს ის პოტენციური მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში სახელმწიფო კმაყოფაზე იქნებიან და ამერიკელი ხალხის გულუხვობას ბოროტად გამოიყენებენ. ამ 75 ქვეყნიდან მიგრაცია დროებით შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს საიმიგრაციო პროცედურებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის აღსაკვეთად, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებენ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.