მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა $372 მილიონის დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის

news image
mbc image

ინვესტიციები საქართველოს სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურაში გააუმჯობესებს დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის, და დერეფნის გასწვრივ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებს გახსნის.

ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა 372 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის (TC-GATE), რომლის მიზანია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული და სავაჭრო გზის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობის და მედეგობის ამაღლება. ეს პროექტი დააფინანსებს ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე, სარკინიგზო და საგზაო უწყებების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს. 

TC-GATE პროექტი, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებით, კომპანიების, ფერმერებისა და საზოგადოებისთვის ბაზრებთან წვდომის გამარტივებით და ლოგისტიკური ხარჯების შემცირებით, დაახლოებით 900,000 მომხმარებელს პირდაპირ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ სამუშაო ადგილების შექმნას ლოგისტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესისა და დაკავშირებული სერვისების სფეროებში.

აღნიშნული ინვესტიციები საქართველოს დაეხმარება თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კრიტიკული სატრანზიტო ჰაბის სრული პოტენციალის რეალიზებაში, და ამავდროულად უპასუხებს მზარდ მოთხოვნას ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანზე, რაც განპირობებულია გლობალური სავაჭრო ნაკადების განვითარებითა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების საჭიროებით,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. მისივე თქმით: „მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კავშირების მოდერნიზების და მათი მმართველი უწყებების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, განვითარების პარტნიორებთან ერთად, ეხმარება საქართველოს და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებს, შექმნან ხელშესახები სარგებელი მოქალაქეებისთვის, უკეთესი სატრანსპორტო კავშირების, უფრო უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის, მეტი სამუშაო ადგილებისა და უფრო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობების გზით.“

მასშტაბური TC-GATE პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო დანარჩენი ნაწილის თანადაფინანსებას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახორციელებენ. აღნიშნული მიუთითებს ძლიერ მრავალმხრივ მხარდაჭერაზე როგორც საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერების ამბიციის, ისე ზოგადად ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ.

ახალი პროექტის საშუალებით საქართველო აძლიერებს თავის, როგორც საიმედო და კონკურენტული დამაკავშირებლის როლს ევროპასა და აზიას შორის. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება. ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. 

TC-GATE პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას ახალი, ენერგოეფექტური ელექტროლოკომოტივების დაფინანსებით, რომლებიც ჩაანაცვლებს მოძველებულ პარკს და გააძლიერებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციულ ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობას და მართვას. ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%-მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას, და გაზრდის შემოსავლებს 20%-ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით.  

საგზაო დაკავშირებადობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პროექტი დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანსა და სასოფლო-სამეურნეო რეგიონში - კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას. აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების სტანდარტების გათვალისწინებით, საგზაო სამუშაოებში გამოყენებული იქნება ღონისძიებები, რაც შეამცირებს წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით გამოწვეულ შეფერხებებს, რითაც გაზრდის წლის განმავლობაში ადამიანებისა და ტვირთებისთვის ბაზრებზე წვდომის საიმედოობას. პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით. 

TC-GATE პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას კახეთის რეგიონში და ასევე, დააფინანსებს ანალიტიკურ კვლევებს გზების მართვაში კერძო სექტორის ჩართულობის მეტი შესაძლებლობების შესახებ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის - საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე l სან ფრანცისკოს მერი ქართული ინოვაციების ჰაბის გახსნაზე

05.06.2026.11:52

ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, - განაცხადა სან ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სან-ფრანცისკოში იმყოფებით ამ ოფიციალურ გახსნაზე, და მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისა და თქვენი ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და სან-ფრანცისკოს შორის კავშირების გაძლიერებისკენ. ეს ქალაქი იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მომდევნო დიდი იდეა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ეს ჰაბიც ამ სულისკვეთების განსახიერებაა.

ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტის გაცნობიერებაში", - განაცხადა დანიელ ლურმა.

სან ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება, მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ. პარალელურად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა