საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India პირველად მონაწილეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში Anuga select India წელს, პირველად მონაწილეობს.
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები საექსპორტო პოტენციალს აცნობენ გამოფენის უცხოელ და ადგილობრივ ვიზიტორებს.
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ ჯაოშვილმა საქართველოს პავილიონი დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს და ინდოეთის ბაზარზე დამკვიდრებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში ქართველ მწარმოებლებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს პავილიონში კომპანიებმა: „ხონის პლანტაციები“, „ჯეოაგრო ისთეითი“, „აგრითაჩი“, „ნიადაგი ჯგუფი“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „არომა პროდუქტი“, „ფარმინგ კონსტრაქშენი“ - საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ Anuga select India საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
საერთაშორისო გამოფენაზე Anuga select India ქართული პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო სექტორისათვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.