საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე მსხვილი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q” მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებულ უმაღლესი განათლების კონცეფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
შეხვედრის დასასრულს, როლანდ პრაისმა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.