საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა
საუდის არაბეთმა ივლისში ნავთობის მოპოვება წინა თვესთან შედარებით 9,5%-ით შეამცირა,ხოლო ექსპორტი 11,6%-ით. ინფორმაცია, Joint Organization Data Initiative-ის (JODI) ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.
ექსპორტის მოცულობამ დღეში 6,012 მლნ ბარელი დღეში შეადგინა, ივნისში 6,804 მლნ ბარელი/დღეში. თუმცა, გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე 18,6%-ით ნაკლები იყო.
საუდის არაბეთის ნავთობის მოპოვებამ ივლისში შეადგინა 9,013 მილიონი ბარელი/დღეში, ვიდრე ერთი თვის წინანდელი 9,956 მილიონი ბარელი/დღეში, JODI-ს მონაცემებით. წლიური თვალსაზრისით ეს მაჩვენებელი 16,7%-ით შემცირდა.
ვენესუელამ ნავთობის მოპოვება წინა თვეში გაიზარდა 810 ათას ბარელამდე დღეში ივნისის 796 ათასი ბარელთან შედარებით. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 629 ათასი ბარელი იყო. ამავდროულად, ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ მიწოდებამ ივლისში შეადგინა 537 ათასი ბარელი/დღეში ერთი თვის წინანდელი 551 ათასი ბარელი/დღეში და 2022 წლის იმავე თვის 442 ათასი ბარელი/დღეში.
JODI-ის წინასწარი შეფასებით, შეერთებულმა შტატებმა ივლისში ნავთობის მოპოვება 4,3%-ით შეამცირა და დრეში 12,294 მლნ ბარელი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 12,844 მლნ ბარელი დღეში. იმავდროულად, წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3.9%-ით გაიზარდა.
ამერიკული ნავთობის ექსპორტმა, ორგანიზაციის გათვლებით, წინა თვეში 3,810 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა, ერთი წლის წინ 3,796 მლნ ბარელი/დღეში შედარებით (ზრდა 0,4%).
JODI ივნისის მონაცემებს არ ასაჯაროებს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.