საზღვარგარეთ ბიულეტენების 67%-ის დამუშავების შემდეგ ერდოღანი ლიდერობს - მედია
15 მაისის დილის მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხმებს 55,36%-ს აგროვებს, მისმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - ხმების 41,26% მიიღო საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო ყუთების 67,33%-დან საარჩევნო ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო ტელეარხი TRT Haber.
მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ კენჭისყრის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დარწმუნებულია, რომ „საქმე პირველ ტურში დასრულდება“.
ტელეკომპანიის ცნობით, ბიულეტენების 67,33%-ით დათვლის შემდეგ ერდოღანმა ხმების 55,36%-ს მოაგროვა, კილიჩდაროღლუმ - 41,26%-ს.
14 მაისს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.