სენატორ სტივ დეინსთან აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა განვიხილეთ - თამარ ტალიაშვილი
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესში „რესპუბლიკელ“ სენატორს სტივ დეინსს შეხვდა.
„სენატორ სივ დეინსთან, ნამდვილ პატრიოტთან შეხვედრა ჩემთვის სასიამოვნო იყო. ჩვენ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი თავის გახსნა, არსებული კავშირების გაძლიერება და აგრეთვე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა განვიხილეთ“, - დაწერა ტალიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.