მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.1
-0.0006
flag
AZN 1.5283
-0.0001
flag
CNY 38.909
0.0002
flag
EUR 2.9163
0.0036
flag
GBP 3.4784
0.0124
flag
KZT 58.09
0.0038
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5976
-0.0002
news banner

სექტემბერში ექვსთვიანი ზრდის ტენდენციის შემდეგ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2%-ით შემცირდა

news image
mbc image

ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა სექტემბერში 2%-ით შემცირდა, რითაც ზედიზედ ექვსთვიანი ზრდის ტენდენცია დასრულდა. ევროპაში რეკორდულად მაღალი გაყიდვები საკმარისი არ აღმოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში დაფიქსირებული მკვეთრი კლების დასაბალანსებლად.

მონაცემები ელექტრომობილების ძირითად ბაზრებს შორის მზარდ განსხვავებებზე მიუთითებს. ევროპაში გაყიდვების ზრდას მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა უწყობს ხელს, მაშინ როდესაც ჩინეთის შიდა ბაზარზე მოთხოვნა კვლავ სუსტია. ჩრდილოეთ ამერიკაში კი სექტორი კვლავ განიცდის აშშ-ში ელექტრომობილების შესაძენად მოქმედი ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმების გავლენას, რომელთა მოქმედების ვადა 2025 წლის სექტემბრის ბოლოს ამოიწურა.

სექტემბერში ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2.15 მილიონი ერთეული შეადგინა. ამასთან, 2026 წლის დასაწყისიდან გაყიდვები წლიურ ჭრილში 3%-ით გაიზარდა და 15.5 მილიონ ავტომობილს მიაღწია.

ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების გაყიდვები 44%-ით შემცირდა, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი თვიური კლებაა. აღნიშნული ძირითადად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მაღალი გაყიდვებით აიხსნება, როდესაც მომხმარებლები საგადასახადო შეღავათების გაუქმებამდე ავტომობილების შეძენას ჩქარობდნენ.

ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები 18%-ით შემცირდა და 1.11 მილიონი ერთეული შეადგინა, რის გამოც ადგილობრივი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image სექტემბერში ექვსთვიანი ზრდის ტენდენციის შემდეგ ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 2%-ით შემცირდა

21.10.2026.17:00

ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა სექტემბერში 2%-ით შემცირდა, რითაც ზედიზედ ექვსთვიანი ზრდის ტენდენცია დასრულდა. ევროპაში რეკორდულად მაღალი გაყიდვები საკმარისი არ აღმოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში დაფიქსირებული მკვეთრი კლების დასაბალანსებლად.

მონაცემები ელექტრომობილების ძირითად ბაზრებს შორის მზარდ განსხვავებებზე მიუთითებს. ევროპაში გაყიდვების ზრდას მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა უწყობს ხელს, მაშინ როდესაც ჩინეთის შიდა ბაზარზე მოთხოვნა კვლავ სუსტია. ჩრდილოეთ ამერიკაში კი სექტორი კვლავ განიცდის აშშ-ში ელექტრომობილების შესაძენად მოქმედი ფედერალური საგადასახადო შეღავათების გაუქმების გავლენას, რომელთა მოქმედების ვადა 2025 წლის სექტემბრის ბოლოს ამოიწურა.

სექტემბერში ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2.15 მილიონი ერთეული შეადგინა. ამასთან, 2026 წლის დასაწყისიდან გაყიდვები წლიურ ჭრილში 3%-ით გაიზარდა და 15.5 მილიონ ავტომობილს მიაღწია.

ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტრომობილების გაყიდვები 44%-ით შემცირდა, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი თვიური კლებაა. აღნიშნული ძირითადად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული მაღალი გაყიდვებით აიხსნება, როდესაც მომხმარებლები საგადასახადო შეღავათების გაუქმებამდე ავტომობილების შეძენას ჩქარობდნენ.

ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები 18%-ით შემცირდა და 1.11 მილიონი ერთეული შეადგინა, რის გამოც ადგილობრივი ავტომწარმოებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა