შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა
შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მოულოდნელად 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რამაც მომავალში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პერსპექტივა გააჩინა.
როგორც Reuters წერს, ეს არის შანსი, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს და ბოლო ათწლეულის ფინანსური კრიზისის დაძლევა მოხდეს.
შრი-ლანკის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე შეამცირა, ხოლო მუდმივი საკრედიტო განაკვეთი 9,5%-მდე.
როგორც Reuters წერს, გამოცემის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსებსა და ეკონომისტებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ ჰქონდათ და აცხადებდნენ რომ განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა.
„მომავალში თუ დავინახავთ, რომ ინფლაცია იქნება სტაბილური და დარჩება 4-5%-ის ფარგლებში, მიმდინარე წელს კიდევ იქნება შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა CBSL-ის მმართველმა ნანდალალ ვირასინგჰმა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური ბანკის მმართველმა განაცხადა, რომ რომ მონეტარული პირობები რჩება მკაცრი, რადგან მიმდინარე პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე იქნება მომდევნო 12-დან 18 თვემდე პერიოდში.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.