შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 80%-ით გაიზარდა
ყაზახეთში, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტებით გაგზავნილი ტვირთის მოცულობა 12%-ით გაიზარდა. ამის შესახებTrend-ი წერს.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 80%-ით გაიზარდა.
ყველაზე დიდი ზრდა - 53% ნავთობის გადაზიდვაზე ფიქსირდება.
საბორნე მოძრაობის ზრდამ კი 12% შეადგინა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.