მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას არ გეგმავს - ნიკოლ ფაშინიანი

news image
mbc image

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ დგას. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებაზე კომენტარი სთხოვეს. ზახაროვამ აღნიშნა, რომ თუ სომხეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გადაწყვეტს, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა სომხეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას და რატომ აკეთებს მოსკოვი ამ საკითხზე ასეთ განცხადებებს, ფაშინიანმა უპასუხა:

„ვინ განიხილა მსგავსი რამ? ჩვენ ამის გაკეთების არანაირი განზრახვა არ გვაქვს, არც ოდესმე გვქონია და მსგავსი რამ არც გვიფიქრია.

პირიქით, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს და ვხედავთ, რომ ისინი ახლა ძალიან აქტიურად უწყობენ ხელს სომხეთის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

სომხეთის საზოგადოებაც დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით ხვდება ამ ადამიანებს და როგორც ჩანს, თავადაც თავს ცუდად არ გრძნობენ სომხეთში. ჩვენ ამის გამო მოხარულები ვართ, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების შემთხვევაში.

მსგავსი რამ აზრადაც არასდროს მოგვსვლია. ამის გაკეთების არანაირი მიზეზი არ გვაქვს“ - განაცხადა ფაშინიანმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ავიაკომპანია IndiGo 100 თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს Embraer-თან

12.11.2026.19:00

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo ბრაზილიურ ავიამწარმოებელ Embraer-თან 100 რეგიონული თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, დამატებით დაახლოებით 50 თვითმფრინავის შეძენის შესაძლებლობით. ამის შესახებ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულმა სამმა წყარომ განაცხადა. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს შესაძლოა Embraer-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შეკვეთა გახდეს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შეთანხმების გაფორმება გარანტირებული არ არის. ამასთან, ჯერ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული თვითმფრინავის მოდელი, ხოლო შესასყიდი თვითმფრინავების რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს. ორი წყაროს ცნობით, თვითმფრინავების მიწოდება, სავარაუდოდ, ყველაზე ადრე 2030 წლიდან დაიწყება.

მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველი თვითმფრინავების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია პირველად გავრცელდა.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 100 თვითმფრინავის შეკვეთის ღირებულებამ შესაძლოა 5.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინოს, კატალოგურ ფასებთან შედარებით 35%-იანი ფასდაკლების გათვალისწინებით, რაც მსხვილი შეკვეთების შესახებ მოლაპარაკებების დროს გავრცელებული პრაქტიკაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა