სომხეთის აგროსასურსათო ექსპორტი, რუსეთის შეზღუდვების მიუხედავად, გასული წლის მაჩვენებელს თითქმის დაუბრუნდა
სომხეთის აგროსასურსათო ექსპორტმა 2026 წლის იანვარ-ივლისში, რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის მიაღწია. რუსეთმა აღნიშნული შეზღუდვები მაისიდან დააწესა.
ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ოთხშაბათს განაცხადა.
„რთულია, თუმცა გასული წლის საექსპორტო მოცულობას თითქმის მივაღწიეთ. როგორ? 2026 წლის იანვარ-ივლისში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ 849 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1.9%-ით ნაკლებია 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 865 მილიონ დოლარზე.
ჩვენ ვაგრძელებთ ახალი ბაზრების მოძიებას“, - წერს პაპოიანი სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.