სომხეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, სომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, მშპ-ის 2%-ს შეადგენს
ომხური პროდუქციის საერთო ღირებულება, რომელზეც რუსეთმა ემბარგო დააწესა, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს შეადგენს. ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ცენტრალური ბანკის მმართველზე მარტინ გალსტიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გალსტიანმა აღნიშნა, თუ სომხური პროდუქციის ექსპორტი შემცირდება, სურსათი სომხეთში დარჩება, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს.
მისი თქმით, თუ სომეხი მწარმოებლები სხვა ბაზრებზე გადართვას მოახერხებენ, რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ზემოქმედება შემსუბუქდება.
ცნობისთვის, რუსეთმა მაისის ბოლოდან სომხური პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის დაწესება დაიწყო. რუსეთში და რუსეთის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოებში აიკრძალა ისეთი პროდუქციის შეტანა, როგორიცაა სომხური მინერალური წყალი „ჯერმუკი“, ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, ალკოჰოლური სასმელები.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.