სომხეთმა ტურიზმის სტიმულირების მიზნით არაბთა გაერთიანებული საამიროებთან და გალფის ქვეყნებთან სავიზო შეღავათის პერიოდი გაახანგრძლივა
სომხეთმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მაცხოვრებლებისა და სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის დროებითი ვიზის შეღავათის პროგრამა 2027 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივ.
სომხეთმა გასული წლის 1 ივლისს დანერგა სრულად უვიზო რეჟიმი, რომელიც სპეციალურად სპარსეთის ყურის თანამშრომლობის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებზეა მორგებული.
პროგრამის გახანგრძლივება ეხება ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და ომანის მოქალაქეებს, ასევე უცხოელებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ბინადრობის ნებართვას შემდეგი ქვეყნებისგან: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შენგენის ზონის ქვეყნები, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი და აშშ.
განახლებული წესების თანახმად, შესაბამისი პირები სომხეთში შესვლას შეძლებენ ვიზის გარეშე და ქვეყანაში დარჩენას - ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში ჯამურად მაქსიმუმ 180 დღემდე, როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული კომპანიებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაშია აღნიშნული.
ბინადრობის ნებართვა უნდა იყოს მინიმუმ ექვსი თვის ვადით მოქმედი სომხეთში შესვლის დღიდან და იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ან ფიზიკური ბარათის, ან პასპორტში მინიშნებული შესაბამისი აღნიშვნის სახით.
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი, Ameriabank-ი სომხეთის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დასახელდა Global Finance-ის მიერ
05.10.2026.11:53
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა Global Finance-ის მიერ „საუკეთესო ციფრული ბანკის“ (Best Digital Bank Awards) კონკურსში ცხრა ჯილდო მიიღო, მათ შორის, რვა ქვეყნის დონეზე და ერთი რეგიონული აღიარების ფარგლებში.
გამარჯვებულები შეფასდნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მათ შორის, ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტიანობით, ციფრული შეთავაზებების გამოყენებაზე მომხმარებლების გადაყვანის წარმატებით, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდით, პროდუქტებისა და მომსახურებების მრავალფეროვნებით, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები სარგებლის არსებობით, ასევე ვებ- და მობილური პლატფორმების დიზაინითა და ფუნქციონალით.
Global Finance-ის შეფასებით, Ameriabank-ის ციფრული ეკოსისტემა საუკეთესო აღმოჩნდა რამდენიმე კატეგორიაში, მათ შორის ინოვაციის, ციფრული ტრანსფორმაციის, ონლაინ გადახდების, ონლაინ პროდუქტებისა და მომსახურებების, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პლატფორმისა და სხვა მიმართულებებით.
Ameriabank-ის მიერ მიღებული ჯილდოების სრული ჩამონათვალი:
ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
საუკეთესო ციფრულ ტრანსფორმაციაში;
საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
საუკეთესო ონლაინ პროდუქტების შეთავაზებები;
საუკეთესო ონლაინ გადახდების გადაწყვეტა;
საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგსა და მომსახურებაში;
საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება სომხეთში;
საუკეთესო სავაჭრო ფინანსირების მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE).
კონკურსში წარდგენილი განაცხადები შეფასდა Infosys-ის პროფესიონალი ჟიურის მიერ. Infosys ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამარჯვებულთა საბოლოო შერჩევა Global Finance-ის რედაქტორებმა განახორციელეს.
Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.