მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

S&P-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა

news image
mbc image

საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტის ფონზე, რომელმაც 2023 წელს მშპ-ს 5,5%-ს მიაღწია, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა ქვეყნის გრძელვადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "AA"-დან "AA-“-მდე" შეამცირა.

სააგენტოს ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს დაახლოებით 112%-მდე გაიზრდება, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 109%-ი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს უმსხვილესი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში რეიტინგის უკვე მეორედ დაქვეითებაა - მანამდე საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგი Fitch-მა შეამცირა.

რეიტინგის შემცირება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საფრანგეთის ფინანსურ სტაბილურობაზე ან სესხის აღების ხარჯებზე მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ გაზრდის ზეწოლას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობაზე, რათა უახლოეს თვეებში შეიმუშაოს კონკრეტული ფისკალური კორექტირების გეგმები მისი მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად.

იმავდროულად, ხარჯების შესაძლო შემცირება, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს სოციალურ პროგრამებსა და სახელმწიფო ინვესტიციებზე. წლების განმავლობაში არსებული ფისკალური პოლიტიკის შემდეგ, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ ზრდაზე და საფრანგეთის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზნებზე, როგორიცაა გადაიარაღება და მწვანე ენერგიაზე გადასვლა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა