მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთულ აეროპორტად კიდევ ერთხელ დასახელდა

news image
mbc image

აეროპორტი „სტამბოლი“ ევროპის ყველაზე დატვირთულ საჰაერო ცენტრადაა აღიარებული. ის ყოველდღიურად იღებს და აგზავნის 1500-ზე მეტ რეისს, აღნიშნულია EUROCONTROL-ის სტატისტიკაში, რომელსაც თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ირკვევა 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სტამბოლის აეროპორტში ფრენების მაქსიმალურმა რაოდენობამ დღეში 1525 შეადგინა, რაც 14%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ამსტერდამის აეროპორტი, სადაც გასულ კვირაში ფრენების მაქსიმალური რაოდენობა იყო დღეში 1370, მას მოსდევს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი მაქსიმალური დატვირთვით, 1350 რეისით.

სტამბოლის აეროპორტი ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ევროპაში. „სტამბოლი“ 2018 წლის 29 ოქტომბერს, ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ გაიხსნა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2025 წლისთვის, ანუ აეროპორტის მშენებლობის სრული პროექტის დასრულების შემდეგ, სტამბოლის ახალ აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დღეისათვის ჰაბის შესაძლებლობები იძლევა წელიწადში 120 მილიონი ადამიანის ტრანსპორტირებას.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა