მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა

news image
mbc image

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე, გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა.

მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში, ოჯახების გაძლიერების მიზნით ხორციელდება. 

„ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია. პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი 10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.

დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის, დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, ყოველ ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები, დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ, შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად, დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება  ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და  მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა