სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები გაძვირდა
სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. როგორც თურქული მედია წერს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ფასი 51,52%-ით გაძვირდა.
მეგაპოლისში სრული ბილეთის ფასი 15 ლირამდე გაიზარდა, სტუდენტებისთვის კი 7,32 ლირამდე.
ყოველთვიური აბონემენტი ამიერიდან 1177 ლირა ეღირება, სტუდენტებისთვის 212 ლირა.
მოკლე დისტანციებზე „დოლმუშის“ საფასური 7-დან 12 ლირამდე გაიზარდა, სტუდენტებისთვის 5-დან 8 ლირამდე.
გაძვირდა ტაქსიც. ტაქსით დაჯდომის ღირებულება ახლა 19,17 ლირა იქნება, კილომეტრის ღირებულება კი 13,75 ლირამდე გაიზარდა. მგზავრობის მინიმალური ღირებულება 70 ლირამდე გაიზარდა.
სხვა სიახლეები
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
18.08.2026.15:22
თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.