Starbucks-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს
Starbucks-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს. აღნიშნულის შესახებ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ნიკოლმა პარასკევს განაცხადა.
სამუშაო ადგილების შემცირების დეტალები, რომელიც გამოცხადდება მარტის დასაწყისში, გავლენას არ მოახდენს კომპანიის შიდა ფორმირებულ გუნდებსა და დაგეგმილ ინვესტიციებზე, განმარტა Starbucks-ის CEO-მ.
”ჩვენმა ზომამ და სტრუქტურამ შეიძლება შეანელოს სხვადასხვა ზომაზე როლების კოორდინირება”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, კომპანიამ ოქტომბერში გააუქმა არსებული პროგნოზი 2025 წლის ფისკალური წლისთვის და რდის მიმართულებით განაახლა გეგმები აშშ-ში კაპიტალური ხარჯების შესახებ.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.