Starlink-ი თურქეთში შესაძლოა, 2024 წელს გამოჩნდეს
Starlink თურქეთში შესაძლოა 2024 წელს გამოჩნდეს. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ილონ მასკთან შეთანხმება უკვე მზად არის და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი შესაძლოა თურქეთში 2024 წელს გამოჩნდეს.
როგორც აღინიშნა, თავდაპირველად ეს ინტერნეტი გამოყენებული იქნება ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, თვითმფრინავები და იახტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველო უკვე ჩართულია Starlink-ის გლობალურ ქსელში.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.