მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7153.3
0.0216
flag
AZN 1.5401
-0.0008
flag
CNY 38.819
-0.0007
flag
EUR 3.0205
-0.0009
flag
GBP 3.5397
0.0037
flag
KZT 56.24
0.0009
flag
TRY 0.0548
-0.0001
flag
USD 2.6181
-0.001
news banner

Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს

news image
mbc image

12 ივნისს, დინამო არენაზე Kanye West, YE წარდგება, რომელიც 21-ე საუკუნის მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურაა. მისი შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თვითონვე იქცა ვარსკვლავად, რომლის ანგარიშზეც 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებია. მისი კარიერის საწყისი ეტაპის ნამდვილ ტრიუმფად იქცა ალბომები: The College Dropout, Late Registration და Graduation. ამ ჩანაწერებმა, ჰიპ-ჰოპში სრულიად ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და არტისტს დიდ ლეიბლებთან გზა საბოლოოდ გაუხსნა.

2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი, Bully გამოსცა. ამ რელიზს ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა, რომელთა შორისაც ლოს-ანჯელესში, დედამიწის ფორმის სფერულ სცენაზე გამართული პერფორმანსი წლის მუსიკალური კულტურის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. ამ პერფორმანსმა, თავისი მასშტაბით, სასცენო დიზაინითა და აუდიტორიის ჩართულობით, კიდევ ერთხელ მოგვცა მიზეზი, რომ არტისტზე შეუჩერებლად ვისაუბროთ. სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE 12 ივნისს, დინამო არენაზე.

უკვე მეოთხე წელია, რაც თიბისი Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორია. წელს ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება და თიბისის მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

ბილეთების გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა, თიბისის ბარათების მფლობელები, ბილეთების შეძენას ექსკლუზიურად - 24-საათიანი პრე-სეილის ფარგლებში, 11 მაისის 12:00 საათიდან შეძლებენ.

დამატებით, თიბისის მომხმარებლებისთვის, ყველა კატეგორიის ბილეთზე გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება - როგორც პრე-სეილის, ასევე 12 მაისიდან დაწყებული საერთო გაყიდვების პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „Starring Georgia“ კვლავ აგრძელებს მთავარი მიზნისკენ სვლას.

2026 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველოა!

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა

12.08.2026.12:38

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.

Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.

სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.

ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.

7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა