თაფლის მწარმოებელი ქვეყნების TOP-10
ყველაზე მეტი თაფლის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელიც The World Ranking-მა მოამზადა.
კვლევის მიხედვით, რეიტინგში პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. ირკვევა, რომ 1 წელიწადში ჩინეთში 457 203 ტონა თაფლი იწარმოება. მეორე ადგილზე კი მეზობელი თურქეთია.
გთავაზობთ თაფლის წარმოების მხრივ წამყვანი ქვეყნების ჩამონათვალს:
1. ჩინეთი - 457 203 ტონა,
2. თურქეთი – 114 113 ტონა,
3. არგენტინა – 79 468 ტონა,
4. ირანი – 77 567 ტონა,
5. უკრაინა – 71 279 ტონა,
6. აშშ - 69 104 ტონა,
7. ინდოეთი - 67 442 ტონა,
8. რუსეთი – 65 006 ტონა,
9. მექსიკა - 64 253 ტონა,
10. ეთიოპია – 50 000 ტონა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.