Tesla ჩინეთიდან 1,6 მილიონზე მეტ ელექტრომობილს გაიწვევს
ამერიკული Tesla პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გამო ჩინეთიდან 1,6 მლნ-ზე მეტ ელექტრომობილს იწვევს. ამის შესახებ AFP ქვეყნის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოწვევა განხორციელდება დისტანციური პროგრამული განახლების გზით და შეეხება 2014-2023 წლებში წარმოებულ მანქანებს, კერძოდ, ჩინური წარმოების Model 3 და Model Y, ასევე იმპორტირებული Model S, Model X და Model 3.
გამოვლენილი პრობლემები დაკავშირებულია მძღოლის დახმარების სისტემასთან და ზრდის შეჯახების რისკს, აღნიშნავენ SAMR-ში. ასევე, 7,5 ათას იმპორტირებულ Tesla-ს აქვს კარების საკეტის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა.
პარასკევს ვაჭრობაზე Tesla-ს აქციები ფასი 0,3%-ით დაეცა.
დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Tesla ელექტრომობილის კართან შესაძლო პრობლემების გამო 120 ათასზე მეტ მანქანას იწვევდა. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ავტოპილოტთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 მილიონზე მეტ ელექტრომანქანას იწვევდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.