Tesla გერმანიაში 1,000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის - დეტალები
Tesla ივნისის ბოლომდე გერმანულ გიგაფაბრიკაში 1000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რათა მესამე კვარტლიდან ყოველკვირეული წარმოება დაახლოებით 20%-ით გაზარდოს - აღნიშნულის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს.
ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება Tesla Model Y-ზე გაზრდილ მოთხოვნას. ასევე, დამატებით კომპანიის მხრიდან აღნიშნა, რომ ბერლინის მახლობლად, გრიუნჰაიდეში მდებარე ქარხანაში დასაქმების პროცესი მაისში დაიწყება.
წარმოების გაფართოების ფარგლებში, დაახლოებით 500 დროებითი კონტრაქტით დასაქმებული თანამშრომელი მიმდინარე წლის განმავლობაში მუდმივ თანამშრომლებად მოელის.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პარალელურად უკვე დაწყებულია რამდენიმე ასეული ახალი თანამშრომლის მოძიება ბატარეის ელემენტების წარმოებისთვის, რომლის დაწყებაც 2027 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.