მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Tesla-მ Mercedes-Benz-თან პოზიციები დათმო - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები

news image
mbc image

საერთაშორისო ანალიტიკური სააგენტო Brand Finance-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, Mercedes-Benz  მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი გახდა, რომელიც გაუსწრო ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს.

„Tesla-ს მეორე ადგილზე ჩამოქვეითება ილონ მასკის გარშემო არსებული დაპირისპირების კონტექსტში ხდება, რამაც გავლენა მოახდინა ელექტრომობილების მწარმოებლის რეპუტაციაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Mercedes-Benz-ის ბრენდის ღირებულება 1%-ით გაიზარდა $59,4 მლრდ შეადგინა. Tesla-ს ბრენდის ფასი კი 12 პროცენტით დაეცა და 58,3 მლრდ დოლარი გახდა.

ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების სიაში მესამე პოზიციას, როგორც ერთი წლის წინ, იაპონური Toyota იკავებს, მეოთხე ადგილს კი გერმანული Porsche, ხოლო მეხუთე პოზიციას BMWიკავებს. Volkswagen-ი მეექვსე ადგილზეა, მეშვიდეზე კი Honda. ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების TOP-10-ში მერვე პოზიციაზე არის Hyundai, მეცხრეზე Ford, ხოლო მეათეზე Audi.

ყველაზე მდგრად საავტომობილო ბრენდად, ანალიტიკური სააგენტოს მიხედვით, კვლავ რჩება იტალიური Ferrari. ამას ხელს უწყობს მისი მაღალი პოპულარობა, რეკომენდაციები და რეპუტაცია. ბრენდი, რომელსაც ღირებულების ყველაზე დიდი ზრდა ჰქონდა, იყო კანადური ავტობუსების მწარმოებელი New Flyer, რომლის ღირებულებაც წლის განმავლობაში 250 პროცენტით გაიზარდა.

Brand Finance ჩინეთის საავტომობილო სექტორის მუდმივ ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც მხარს უჭერს ძლიერი გლობალური ინტერესი ელექტრო მანქანების მიმართ. BYD გახდა ჩინეთის ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდი, რომლის ფასიც გაიზარდა 20 პროცენტით გაიზარდა და 12,1 მლრდ დოლარი შეადგინა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა