თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
შეხვედრის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ჯო ბაიდენი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის ღირებულება 325 მილიონი დოლარია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.