მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტკბილეულის მწარმოებელი Mars-ი 2027 წელს აშშ-ში წარმოების განვითარებაში $1.4 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

news image
mbc image

M&M's-ისა და Snickers-ის მწარმოებელი კომპანია Mars-ი 2027 წელს აშშ-ში საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ინვესტიციის მიზანია კომპანიის საკვები პროდუქტებისა და წასახემსებელი პროდუქტების ბრენდების ზრდის დაჩქარება და ინოვაციების ხელშეწყობა.

კომპანიის განცხადებით, ინვესტიციები მიმართული იქნება არსებული საწარმოო ობიექტების მოდერნიზაციის, მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენ.

Mars-ის ფინანსური დირექტორის, კლაუს აგაარდის განცხადებით, კომპანია აშშ-ის ბაზარზე გაყიდული პროდუქციის დაახლოებით 94%-ს ადგილობრივად აწარმოებს. ამასთან, 2017 წლიდან Mars-მა აშშ-ში საკუთარი საქმიანობის განვითარებაში 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის ახალი საინვესტიციო გეგმა ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც შეფუთული საკვები პროდუქტების ინდუსტრია მომხმარებელთა ხარჯვის შენელებისა და ჯანსაღი კვებისკენ მზარდი ტენდენციის გამოწვევების წინაშე დგას, რაც შოკოლადსა და წასახემსებელ პროდუქტებზე მოთხოვნას ამცირებს.

Mars-ის ინფორმაციით, აშშ-ში კომპანიის საწარმოო ობიექტებში, ოფისებსა და ვეტერინარული მომსახურების მიმართულებით ჯამში 80 000 თანამშრომელია დასაქმებული.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს

27.11.2026.09:00

ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.

2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა