Toyota მოელის, რომ მიმდინარე კონფლიქტის გავლენით $4.3 მილიარდის ზარალს მიიღებს
იაპონიის ავტომწარმოებელი (Toyota), აცხადებს, რომ მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ფინანსურ წელს დაახლოებით 4.3 მილიარდი დოლარი იქნება, რაც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სიგნალია გლობალური კომპანიის მხრიდან კონფლიქტის ფართო ეკონომიკურ ეფექტებზე.
მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა პარასკევს განაცხადა, რომ კვარტალური მოგება თითქმის 50%-ით შეუმცირდა და მიმდინარე ფინანსურ წელს მთლიანი მოგება დაახლოებით ერთი მეხუთედით შემცირდება. მიზეზად დასახელდა კონფლიქტით გამოწვეული მზარდი ხარჯები, რომლებიც აჭარბებს ჰიბრიდულ ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.