Toyota-ს გაყიდვები აშშ-ში ზრდის ტენდენციას აჩვენებს
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ განაცხადა, რომ აშშ-ის ბაზარზე მისი გაყიდვები მეორე კვარტალში 1.1%-ით გაიზარდა,რასაც ძირითადად ჰიბრიდულ მოდელებსა და ხელმისაწვდომი ფასის ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნა განაპირობებდა.
კომპანიის ინფორმაციით, მეორე კვარტალში გაყიდვებმა 673,971 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 666,469 ერთეული იყო.
სხვა სიახლეები
ევროპის ცენტრალური ბანკი დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნებს
03.11.2026.18:00
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ხუთშაბათს, წინასწარი მოლოდინების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვა, თუმცა მკაფიოდ მიანიშნა დეკემბერში განაკვეთების შესაძლო ზრდაზე.
მიმდინარე წელს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები უკვე ორჯერ გაზარდა, რათა მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდა ხანგრძლივ ინფლაციურ პროცესში არ გადაზრდილიყო. ამასთან, ბანკმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება გახდეს საჭირო, თუმცა ინფლაციის სახიფათო მეორე რაუნდის ეფექტების დამადასტურებელი ფაქტორების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.