ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობი ისევ გაძვირდა
ნავთობი ისევ გაძვირდა. მას შემდეგ, რაც ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ ამერიკულ წინადადებაზე ირანის პასუხს დონალდ ტრამპმა „მიუღებელი“ უწოდა, ბარელი ნავთობის ღირებულებამ, საშუალოდ, 3 დოლარით მოიმატა.
აზიურ ბაზარზე Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 4.1%-ით გაიზარდა და 105.50 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასმა 4.4%-ით მოიმატა და ბარელზე 99.80 დოლარს მიაღწია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომის დასრულების შესახებ ამერიკის წინადადებაზე ირანის პასუხით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა მას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.