ტრანსკასპიურ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა გაიზარდა
2023 წლის 7 თვის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ყაზახეთის გავლით 86%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 1,6 მილიონი ტონა, იუწყება Trend ყაზახეთის საინვესტიციო ჰოლდინგი Samruk-Kazyna-ზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ყაზახეთიდან ექსპორტის წილმა 1,2 მლნ ტონა შეადგინა (ზრდა 2,5-ჯერ შეინიშნება).
ამჟამად TITM, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის გავლით, გახდა ზრდის ერთ-ერთი მთავარი წერტილი და სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს სხვა ქვეყნებიდან.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ამ მარშრუტს უწოდა „მთავარი რგოლი“, რომელიც ხელს უწყობს ყაზახეთის სატრანზიტო და საექსპორტო შესაძლებლობების უფრო სრულ რეალიზებას.
სხვა სიახლეები
McDonald’s განმეორებითი ვიზიტების წასახალისებლად ლოიალობის მრავალდონიან პროგრამას შექმნის
02.10.2026.16:00
McDonald’s-ის მარკეტინგის მთავარმა ოფიცერმა ინვესტორთა დღეს განაცხადა, რომ კომპანია ლოიალობის პროგრამას ახალ, მრავალდონიან სისტემაზე გადაიყვანს. ცვლილების მიზანია უფრო მკაფიოდ განასხვავოს ერთმანეთისგან ხშირი და შემთხვევითი მომხმარებლები.
ეს გადაწყვეტილება რესტორნების სექტორში არსებულ ტენდენციას მოჰყვება, რომლის მიხედვითაც კომპანიები ლოიალობის პროგრამებში მრავალდონიან სისტემებს ნერგავენ და ფართო მასშტაბით ფასდაკლებების შეთავაზებაზე ნაკლებად არიან ორიენტირებული, რადგან ასეთმა პრაქტიკამ შესაძლოა მოგების მარჟებზე უარყოფითად იმოქმედოს. Starbucks-მა ლოიალობის პროგრამაში ანალოგიური ცვლილების შესახებ იანვარში განაცხადა.
McDonald’s-ის მიზანი იქნება, ლოიალობის პროგრამაში ახალი წევრები მოიზიდოს და არსებული წევრების მიერ შესყიდვების სიხშირე გაზარდოს.
ყველაზე აქტიური ორი კატეგორია, ჯამში, მსოფლიოში 220 მილიონ წევრს აერთიანებს. მათ შორის არიან მომხმარებლები, რომლებიც McDonald’s-ს თვეში ერთხელზე ხშირად სტუმრობენ, ასევე ისინი, რომლებიც რესტორანში 90 დღეში ერთხელ მაინც მიდიან.