მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

ტრანსკასპიურ საერთაშორისო დერეფანში, რომლის ნაწილია საქართველო, ტვირთბრუნვა 77,2%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2023 წლის იანვარ-ივნისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ 1,3 მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც  გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77,2%-ით ზრდას აჩვენებს. 

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ყაზახ გადამზიდავებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. „მრგვალი მაგიდის“ მონაწილეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, ხელსაყრელი პირობების შექმნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში.

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივად გადაწყვიტონ TITR-ის შემდგომი განვითარების საკითხები. 

მათ შორის საქონლის მიწოდების დროის შემცირება, მოძრავი შემადგენლობის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმირების პროცესის გაუმჯობესება, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა, პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება და ა.შ.

„შეხვედრის შედეგად აღინიშნა, რომ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტვირთგამგზავნისა და რკინიგზის მუშაკებს შორის დამყარებული პირდაპირი კონტაქტები შესაძლებელს გახდის ტრანსპორტირების პროცესში წარმოშობილი საკითხების უფრო ეფექტურად გადაჭრას“,- წერს აზერბაიჯანული მედია. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

დერეფნის ნაწილია „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს.

მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება

03.07.2026.19:00

Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.

Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.

რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.

ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.

Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.

„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა