წითელი ზღვის კრიზისს FedEx-ზე გავლენა არ აქვს - კომპანიის CEO
აშშ-ის ამანათების მიწოდების გიგანტი FedEx Corp-ი (FDX.N) აცხადებს, რომ წითელი ზღვის კრიზიის საჰარო გადაზიდვების ტარიფებზე გავლენა ჯერ არ ჰქონია.
„საზღვაო გადაზიდვები შეადგენს გლობალური ვაჭრობის 90%-ს, ასე რომ, მცირე ცვლილებასაც კი ექნება გავლენა, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს შედეგები არ გვინახავს”, - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა რაჯ სუბრამანიამმა კვირას საცალო ვაჭრობის ეროვნულ კონფერენციაზე.
სუბრამანიამმა, რომელმაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სადავეები 2022 წლის ივნისში აიღო, თქვა, რომ საჰაერო გადაზიდვების ტარიფები სტაბილური დარჩა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში, საკონტეინერო გემები აიძულა ტრანსპორტირების საჰაერო ან სარკინიგზო ალტერნატივები მოძებნონ, რათა თავიდან აიცილონ ცარიელი კონტეინერების თაროების და ფინანსური კრიზისი ამ გაზაფხულზე.
ამის შესახებ აღმასრულებლებმა და ექსპერტებმა Reuters-ს განუცხადეს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.