წლის პირველ ნახევარში რუსეთის მშპ 1,6%-ით გაიზარდა
რუსეთის მშპ 2023 წლის პირველ ნახევარში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში მშპ წლიური კუთხით 1,4%-ით გაიზრდებოდა.
ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე პროგნოზით 2023 წელს რუსეთის მშპ 1,2%-ით გაიზრდება. თუმცა უწყება განახლებულ პროგნოზს რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს მიაჩნია, რომ მშპ-ის ზრდა წელს 1,5-2,5% იქნება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.