წლის ყველაზე საიმედო ავტომობილების TOP-20
ახალი ავტომობილის არჩევისას საიმედოობა ბევრისთვის მთავარი ფაქტორია. არავის სურს მუდმივად ავტომობილის შეკეთებაში ფულს ხარჯვა.
ბრიტანული ჟურნალის Auto Express-ის ანალიტიკოსებმა ავტომობილების ბრენდების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც მაღალ საიმედოობას აჩვენებენ. რეიტინგი ეფუძნება დიდი ბრიტანეთის ავტომობიის მფლობელის გამოხმაურებას, რომლებმაც შეაფასეს თავიანთი მანქანების სხვადასხვა ასპექტები.
ავტომობილის მფლობელები აფასებენ არა მხოლოდ საიმედოობას, არამედ კომფორტს, უსაფრთხოებას და მართვის გამოცდილებას. ამ ქულების მიხედვით, საიმედოობის კატეგორიაში საუკეთესო ბრენდი იაპონური Subaru გახდა, მან 100-დან 90,66%ა მიიღო. ირკვევა, რომ Subaru-ს ავტომობილები თითქმის ყველა კრიტერიუმში მაღალ შეფასებას იღებენ, გარდა საწვავის ეკონომიისა და აჩქარების შესრულებისა.
რეიტინგში მეორე ადგილი Tesla-მ დაიკავა, ხოლო მესამე Kia-მ.
Auto Express-ის მიხედვით ავტომობილების ყველაზე სანდო ბრენდების რეიტინგი:
Subaru — 90,66%
Tesla — 90,55%
Kia — 89,35%
Porsche — 89,16%
Citroen — 88,22%
Peugeot — 88,03%
Mazda — 88,01%
Toyota — 87,74%
Jaguar — 87,72%
Land Rover — 87,63%
Honda — 87,56%
Lexus — 87,17%
Alfa Romeo — 86,86%
BMW — 86,69%
Nissan — 86,54%
Volvo — 86,48%
Hyundai — 86,36%
Cupra — 86,28%
Suzuki — 86,26%
Mini — 86,26%
სხვა სიახლეები
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება
03.07.2026.19:00
Emirates-მა ახალი ლუქს-ლაუნჯის დიზაინი წარადგინა, რომლის ინვესტიცია თითოეულ აეროპორტში დაახლოებით $13.6 მილიონი იქნება. ახალი ლაუნჯის კონცეფცია უკვე დაინერგა მიუნხენისა და ფრანკფურტის Emirates Lounge-ებში, ხოლო მომდევნო თვეებში მისი გაფართოება იგეგმება მანჩესტერში, მავრიკიასა და სტამბოლში.
Emirates-ის ინფორმაციით, კომპანია თითოელ ახალი თაობის ლაუნჯში დაახლოებით $13.6 მილიონზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, რათა გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა ძირითად საერთაშორისო მიმართულებებზე.
რედიზაინი აერთიანებს ავიაკომპანიის უახლესი თვითმფრინავების სალონების დიზაინის ელემენტებს, რაც აისახება აეროპორტის სივრცეებში - განახლებული ავეჯით, ტექნოლოგიებით, სასადილო ზონებით, ადგილობრივად შთაგონებული მენიუებით და სპეციალური სივრცეებით მუშაობის, დასვენებისა და სოციალური ურთიერთობისთვის.
ავიაკომპანიის განცხადებით, ახალი ლაუნჯის დიზაინი მომავალში იქნება Emirates-ის ლაუნჯების გლობალური სტანდარტის საფუძველი.
Emirates-ის თავმჯდომარის მოადგილემ და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ეს ინვესტიცია ასახავს კომპანიის ფოკუსს მგზავრის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
„ჩვენი ინვესტიცია ახალი თაობის ლუქს-ლაუნჯების კონცეფციაში ასახავს Emirates-ის მუდმივ ერთგულებას, უზრუნველყოს უწყვეტი და პრემიუმ გამოცდილება მოგზაურობის ყველა ეტაპზე,“ - განაცხადა მან.