თურქეთი ელექტრომობილების გაყიდვებით ევროპელ ლიდერებს შორის მეექვსე ადგილზეა
ევროპული ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, თურქეთი „სრულიად ელექტრო“ მანქანების გაყიდვით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
თურქეთმა ამ სეგმენტში მეექვსე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ავსტრია, დანია და ფინეთი. 2023 წელს ქვეყანაში ამ ტიპის 65 562 ავტომობილი გაიყიდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვანმა ევროპულმა და აზიურმა ბრენდებმა თურქეთის ბაზარზე თავიანთი უახლესი მოდელები წარადგინეს. ელექტრომობილების გარდა, თურქეთის ბაზარზე ჰიბრიდული ძრავების მქონე მანქანების რაოდენობაც იზრდება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ მომხმარებლის ინტერესი საკმაოდ მაღალია.
მთლიანობაში, თურქეთის სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანების ბაზარი 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 57,4%-ით გაიზარდა. ამრიგად, ინდუსტრიამ პირველად 1 მილიონიან მაჩვენებელ გადააჭარბა და 1 232 635 ერთეული ავტომობილი გაიყიდა. ამას ავტომობილების დისტრიბუტორთა და მობილურობის ასოციაციის (ODMD) მონაცემები მოწმობს.
იმავდროულად, ჰიბრიდული და ელექტრომობილების მთლიანმა გაყიდვებმა გადააჭარბა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს.
თურქეთის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდის ტენდენცია კვლავ მაღალია ევროპის საავტომობილო ბაზრებთან შედარებით.
ACEA-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ევროპაში „სუფთა ელექტრომობილების“ (BEV) გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,2%-ით გაიზარდა და1,378,441 ერთეულს მიაღწია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.