თურქეთი ინფლაციის კლების მოლოდინშია
თურქეთი მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი შემცირების პერიოდში შევიდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ სექტემბერში წლიური ინფლაცია 50%-ზე დაბლა დაეცემა. აგვისტოში ინფლაცია ქვეყანაში მკვეთრად შენელდება და 51,97%-ი შეადგინა, როდესაც ივლისში მისი მაჩვენებელი 61,78%-ი იყო.
„ჩვენ შევედით ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი შემცირების პერიოდში, რაც ჩვენი ქვეყნის პრობლემაა მსოფლიოსთან ერთად“, - ციტირებს თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu აშშ-ში ვიზიტით მყოფი თურქეთის ლიდერის სიტყვებს. .
იმავდროულად, თურქეთის ცენტრალური ბანკი 6 თვის განმავლობაში არ ცვლის ძირითად განაკვეთს, ის 50%-ზე რჩება; ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილის ოსმან აქჩაის თქმით, მარეგულირებელი ჯერ არ გეგმავს მის შემცირებას - განაკვეთის შემცირების წინაპირობა ინფლაციის მდგრადი კლება იქნება.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.