თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა
თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები გასულ კვირას 3,656 მლრდი აშშ დოლარით გაიზარდა [2,7%-ით] და 140,149 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
როგორც თურქული მედია წერს, ეს თანხა რეკორდულად ითვლება თურქეთის ცენტრალური ბანკის მთელ ისტორიაში.
ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების წილმა 46,916 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის $1.420 მილიარდი ან 3.1% გასული კვირის განმავლობაში.
საანგარიშო პერიოდში ცენტრალური ბანკის რეზერვები სხვადასხვა წამყვან ვალუტაში გაიზარდა 2,236 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2,5%-ით და 93,233 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.