თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის გავლით სავაჭრო გემების ტრანზიტის საფასური გაზარდა
1 ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში უცხოური სავაჭრო გემების გატარების საფასური 15%-ით გაძვირდა და ე.წ. წმინდა ტონაჟზე 5,07 დოლარი შეადგინა. ერთი წლით ადრე შემოღებული საფასური კი 4,42 აშშ დოლარი იყო. შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტარიფის გაზრდა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა აბდულკადირ ურალოღლუმ ადრე განაცხადა, რომ მოსაკრებლის ოდენობის გადახედვა ხდება ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის 2022 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებულების საფუძველზე.
1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს ნავიგაციას ბოსფორსა და დარდანელებში, სავაჭრო გემების უწყვეტი ტრანზიტი ექვემდებარება სამედიცინო კონტროლის, შუქურას და გემების ევაკუაციის სერვისების საფასურს. 1983 წლიდან გადასახადი გამოითვლება ოქროს ფრანკის საფუძველზე და შეადგენდა 0,80 აშშ დოლარს გემის წმინდა ტონაჟზე. 2022 წლის ოქტომბერში ეს პროცედურა შეიცვალა და ტარიფი 4,08 დოლარამდე გაიზარდა.
თურქეთის ხელისუფლება ადრე იტყობინებოდა, რომ უცხოური გემების მიერ სრუტეებით სარგებლობის საფასურის გაზრდა ხაზინას წელიწადში მინიმუმ 900 მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანდა.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.