მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

თურქეთმა ზეითუნის ზეთის ექსპორტი შეაჩერა

news image
mbc image

თურქეთმა 1-ელ ნოემბრამდე შეაჩერა ზეითუნის ზეთის ექსპორტი გლობალური ფასების ზრდისა და იმის გამო, რომ ესპანეთი და იტალია თურქულ ზეთს ამუშავებენ და მესამე ქვეყნებში ყიდიან, განაცხადა თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ.

უწყებამ მოიყვანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IUC) სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ევროპაში გვალვის გამო, ზეითუნის ზეთის წარმოება მსოფლიოში 20%-ით შემცირდა, პირველ რიგში, იტალიისა და ესპანეთის გამო, ხოლო თურქეთში 62%-ით გაიზარდა. ასევე, სამინისტროს ცნობით, თურქული ზეითუნის ზეთის ექსპორტი 2022 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის ივლისამდე 240%-ით გაიზარდა და 136,5 ათასი ტონა შეადგინა.

აღნიშნულია, რომ ექსპორტის ზრდის გამო ზეთის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, თავად თურქეთში 102%-ით.

ვაჭრობის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მაღალი საბაჟო გადასახადების გამო, თურქეთს შეუძლია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს დაფასოებული და დამატებული ღირებულების მქონე ზეითუნის ზეთი „უკიდურესად მცირე რაოდენობით“. „თუმცა, იტალია და ესპანეთი ამუშავებენ ჩვენი ქვეყნის მიერ მოწოდებულ ზეთს და შემდეგ ყიდიან მესამე ქვეყნებზე (საკუთარი ბრენდებით - რედ.). ნოემბრიდან ივლისამდე ზეთის ექსპორტი ესპანეთში წინა წელთან შედარებით 21-ჯერ გაიზარდა, ხოლო იტალიაში- 44-ჯერ“, - ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო დამატებითი ზომები 2023 წლის 1 ნოემბრამდე ზეითუნის ზეთის ექსპორტზე, როგორც ბოთლებში, ასევე კასრებში, ახალი მოსავლის აღებამდე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან საქართველოში 218.80 ათასი დოლარის ღირებულების 37.94 ტონა ზეითუნის ზეთის იმპორტი განხორციელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ზეითუნის ზეთის 22.5%-ი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

18.08.2026.15:22

თურქეთის ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა ტრამპს ირანთან სამშვიდობო დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესსა და უკვე მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა