თურქეთში ინფლაციამ 75,45%-ს მიაღწია
2024 წლის მაისში თურქეთში ინფლაციამ 75,45%-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ რეკორდული ზრდაა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TUIK) მონაცემებიდან ხდება ცნობილი.
მაისში ქვეყანაში ფასები ყველაზე მეტად განათლების სექტორში გაიზარდა - 104,8%, საცხოვრებელი გაძვირდა 93,2%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები კი 92,9%-ით გაძვირდა, თამბაქო და ალკოჰოლი კი 86,48%-ით.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, ფასების მკვეთრი ზრდის გამო, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა გასული ზაფხულიდან დაიწყო. 2024 წლის აპრილში ძირითადი მაჩვენებელი 50%-მდე გაიზარდა. თურქეთის ცენტრალური ბანკი ინფლაციის სამიზნედ 5%-ს მიიჩნევს.
სხვა სიახლეები
კოლუმბიაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყნიდან ყავის ექსპორტი თითქმის სრულად შეაჩერა
12.08.2026.12:38
ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, კოლუმბიიდან ყავის ექსპორტი თითქმის შეჩერდა. ჩახერგილი და გადაკეტილი გზების გამო, მთავარი პორტი ბუენავენტურა სატრანსპორტო მარშრუტებს მოეჭრა.
Bloomberg-ი წერს, რომ წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ბუენავენტურა კოლუმბიის მთავარ პორტად რჩება საზღვარგარეთ ყავის გასაგზავნად. ახლა მასთან წვდომა მიწისძვრის შედეგების გამო შეზღუდულია. ყავის ექსპერტების ასოციაციის Asoexport-ის ხელმძღვანელის გუსტავო გომესის თქმით, კომპანიებს მხოლოდ ცალკეული გადაზიდვების ორგანიზება შეუძლიათ, თუმცა სრული მოძრაობის აღდგენის ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სიტუაცია შეეხო რეგიონებს, სადაც ახლა მოსავლის აღება მიმდინარეობს, მათ შორის არის კაუკა, ნარინიო, ვალიე-დელ-კაუკა და უილა. იქ წარმოებული ყავის დიდ ნაწილს, როგორც წესი, შემდგომი ექსპორტისთვის ბუენავენტურაში ეზიდებიან.
ქვეყნის სხვა მსხვილი პორტები - კარტახენა და სანტა-მარტა კარიბის სანაპიროზე სერიოზული შეფერხებების გარეშე აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დაზარალებული რეგიონებიდან ნაკადების იქ გადამისამართება სატვირთო ტრანსპორტის ნაკლებობის გამო რთულდება.
7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კოლუმბიაში 10 აგვისტოს მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 180 ადამიანი დაიღუპა.