თურქეთში წლიური ინფლაცია შენელდა
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი თურქეთში მარტში შენელდა და წლიურმა ინფლაცია თებერვალის 55,2%-დან 50,51%-მდე შემცირდა.
ამის შესახებ ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტის (Turkstat) განცხადებაშია ნათქვამი.
მარტში ინფლაციამ წინა წელთან შედარებით 50,51% შეადგინა.
თავის მხრივ, Independent Inflation Analysis Group (ENAG) აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი მარტში 112,51% იყო.
თურქეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია 22,3%-ს მიაღწევს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.