Turkish Airlines ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
Turkish Airlines-მა, ავიაკომპანიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტ ქვეყანაში ასრულებს ფრენებს, საავიაციო ინდუსტრიაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა და 2026 წლის Skytrax World Airline Awards-ის ფარგლებში მე-11-ედ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.
„ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის“ ტიტულის გარდა, Turkish Airlines-მა მე-10-ედ მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში „მსოფლიოში საუკეთესო კვებითი მომსახურება ბიზნესკლასში“, ხოლო მე-13-ედ დასახელდა „სამხრეთ ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად“.
ამასთან, Turkish Airlines-მა ევროპისა და სამხრეთ ევროპის მასშტაბით ეკონომ და ბიზნესკლასის კატეგორიებში კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო. შედეგად, დაჯილდოების ცერემონიაზე ავიაკომპანიის მიერ მოპოვებული ჯილდოების საერთო რაოდენობამ რვას მიაღწია.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.