Turkish Airlines-მა 150-მდე Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის შესყიდვის შეთანხმება გააფორმა
2025 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება Turkish Airlines-ის ისტორიაში Boeing-ის ერთგასასვლელიანი თვითმფრინავების ყველაზე მასშტაბური შეკვეთა იქნება. შეთანხმება ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტის გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას და მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენების ქსელის გაძლიერებას.
Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ შეთანხმება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით საბოლოოდ გაფორმდა.
შეკვეთა მოიცავს 100 ერთეული Boeing 737-8-ის ტიპის თვითმფრინავის გარანტირებულ შესყიდვას და დამატებით 50 ერთეული Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენის ოფციონს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შეკვეთილი თვითმფრინავების Boeing 737 MAX-ის ოჯახის ყველაზე დიდი მოდელით, Boeing 737-10-ით ჩანაცვლების შესაძლებლობას. აღნიშნული Turkish Airlines-ს მეტ მოქნილობას მისცემს, რათა საკუთარი გამტარუნარიანობა ფრენების ქსელში მგზავრთნაკადის მზარდ მოთხოვნას შეუსაბამოს.
სხვა სიახლეები
British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების განრიგს აფართოებს
27.11.2026.09:00
ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2027 წლის ზაფხულის სეზონისთვის ევროპული ფრენების ქსელს აფართოებს და ახალ მიმართულებებს ამატებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ცვლილებები ნორვეგიის, საფრანგეთის, ხორვატიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ფრენებს შეეხება.
2027 წლის 15 აპრილიდან British Airways ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ნორვეგიის ქალაქ ბერგენის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ხუთჯერ, 30 ოქტომბრამდე შესრულდება. ავიაკომპანიის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მგზავრთა მოთხოვნებზე უკეთ მორგება, ფრენების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროპის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებთან საჰაერო კავშირების გაუმჯობესება.