მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

Turkish Airlines-მა 2026 წლის სექტემბერში 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა

news image
mbc image

2026 წლის სექტემბერში Turkish Airlines-მა 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა დატვირთვის კოეფიციენტმა 86.6% შეადგინა, ხოლო შიდა რეისებზე 88.2%.

ამავე პერიოდში გადაზიდული ტვირთის მოცულობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 205.7 ათასი ტონა შეადგინა.

2026 წლის იანვარ-სექტემბრის საოპერაციო შედეგების მიხედვით:

2026 წლის პირველ ცხრა თვეში Turkish Airlines-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების საერთო რაოდენობა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა და 73 მილიონს მიაღწია.

მგზავრთა დატვირთვის საერთო კოეფიციენტმა 85% შეადგინა. საერთაშორისო რეისებზე აღნიშნული მაჩვენებელი 84.8% იყო, ხოლო შიდა რეისებზე 86.7%.

2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის Turkish Airlines-ის ავიაპარკში 567 საჰაერო ხომალდი ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საოპერაციო შედეგები კონსოლიდირებულია და მოიცავს როგორც Turkish Airlines-ის ძირითად ბრენდს, ისე AJet-ის მონაცემებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image Fed-ის წარმომადგენლები ინფლაციასთან დაკავშირებული რისკების ფონზე საპროცენტო განაკვეთების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ

02.11.2026.18:00

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) სამმა წარმომადგენელმა პარასკევს მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. ეს იყო ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების პირველი საჯარო კომენტარები მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ, რომელზეც მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები უცვლელად შენარჩუნდა.

ფიუჩერსულ ბაზრებზე დეკემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ბაზრის მონაწილეები კვლავ მიიჩნევენ, რომ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ზრდა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე მათი უცვლელად შენარჩუნება.

ეკონომიკური პერსპექტივების გარშემო გაურკვევლობას დამატებით ზრდის აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნები.

ბაზარზე არსებული შეშფოთება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტივობის შესაძლო შენელების თაობაზე, რეალიზების შემთხვევაში, შესაძლოა ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე ზეწოლის შემცირების ფაქტორი გახდეს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები უკვე გარკვეული პერიოდია აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ინფლაციური ზეწოლის ზრდას უწყობს ხელს.

შესაბამისად, აღნიშნულ სექტორში ეკონომიკური აქტივობის შენელებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ფასებზე ზეწოლის შემცირებას და შეამციროს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი ზრდის აუცილებლობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა