თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის - მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის l ნიკოლ ფაშინიანი
სომხური პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის, აზერბაიჯანის მიმართულების შემდეგ, საქართველოს გავლით თურქეთის რკინიგზაც გაიხსნა. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის შემდეგ, თურქეთის რკინიგზა საქართველოს გავლით, უკვე ღიაა სომხური ექსპორტისა და იმპორტისთვის.
ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, - წერს ფაშინიანი.
სხვა სიახლეები
რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება l პაველ დუროვი
24.07.2026.12:24
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი, პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამსდა საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს.
„რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“ - განაცხადა დუროვმა.